დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული

21 მაი 2018

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქედაში მოსწავლეებმა ამ დღის თემატიკაზე შექმნილი გამოფენა დაათვალიერეს. ქედის საჯარო ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ დამოუკიდებლობის თემაზე შექმნილ წიგნებს, ასევე მოესმინათ დამოუკიდებლობის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერის ყადირ შერვაშიძის მოკლე ისტორია.

კვირეულის ფარგლებში ქედაში აქტივობა ყოველდღიურად იმართება. მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები, კლასიკური მუსიკის საღამო და ფლეშმობი. დღეიდან ყოველ დღეა ჩანიშნული აქტივობები. დღეს 13 საათზე ქედის ცენტრში გაიმართება ფლეშმობი-„ ხორუმი“.