ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი

21 მაი 2018

“ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას როგორც პარტნიორები, მეგობრები და ერთ დღეს, როგორც მოკავშირეებიც ნატოს ფარგლებში” – განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე.