დამოუკიდებლობის 100 წელი

17 მაი 2018

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები გრძელდება ბათუმში.

ცოტა ხნის წინ ბათუმის მერი შეხვდა სტუდენტებს, მოეწყო მსვლელობა ქართული სამოსის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე ჩატარდა კონცერტი ანბანის კოშკთან.