უნიკალური  ხალხური  საკრავების  გამოფენა

17 მაი 2018

დღეიდან მსურველებს ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში უნიკალური ექსპონატების, ქართული ხალხური საკრავების ნახვა შეგიძლიათ.

გამოფენა მუზეუმის საერთაშორისო დღისა და  საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავის ღონისძიების ფარგლებში იმართება. გამოფენის პარალელურად საშა ლეკვეიშვილის წიგნის „ქართული ხალხური მუსიკალური საკრავების“ პრეზენტაცია მოეწყო.