ხულოს სოფლებში კარტოფილის, სიმინდის და ლობიოს ნერგები დაისეტყვა

17 მაი 2018

სეტყვამ გუდასახოს, დიდაჭარასა და პანტნარის სოფლებში ნარგავები გაანადგურა. ადგილობრივების თქმით, მოსავალი დაზღვეული არ აქვთ.  ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ ზარალს მერის წარმომადგენლები სწავლობენ.

ხულოს მაღალი ზონის სოფლებში კარტოფილის , სიმინდის და ლობიოს ნერგები ორი დღის წინაც დაიტბორა.

 

ხულოს მუნიციპალიტეტი