YOUTUBE-ზე ტურისტული ადგილების შესახებ ვიდეორგოლები განთავსდება

15 მაი 2018

იუთუბზე საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდება. ვიდეორგოლები ზაფხულის ტურისტულ სეზონს მოიცავს.   ახალი სარეკლამო კამპანია 29 მაისიდან 29 აგვისტომდე გაგრძელდება.

 სამიზნე ბაზრები შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: დიდი ბრიტანეთი, გერმანია,  იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ისრაელი, თურქეთი,  საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები. კამპანიის შედეგად განსაზღვრული ვიდეორგოლების  ნახვების რაოდენობა 21 მილიონ  52 ათას 500-ს შეადგენს.