შსს-მ ''ეროვნული ერთობის'' მიერ გამოთქმულ განცხადებებზე გამოძიება დაიწყო

15 მაი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ, აქციის მიმდინარეობისას გამოთქმული მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 151-ე მუხლით დაწყებული გამოძიება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარეობს.