შინაგან საქმეთა მინისტრის და ''თეთრი ხმაურის'' წევრების შეხვედრა

13 მაი 2018

რა მოხდა 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეც-ოპერაციების დროს და ჰქონდა თუ არა სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი?

მთავარ კითხვებს პასუხები მას შემდეგ გაეცემა, რაც სახალხო დამცველის აპარატს, პარასკევს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვიდეო-მასალები გადაეცემა. ამის პირობა ნინო ლომჯარიას თქმით, ძალოვანი უწყებისგან უკვე მიიღეს.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ შეიქმნება ორი ჯგუფი, რომლიდანაც ერთ-ერთი სწორედ 12  მაისის სპეცოპერაციის დეტალებს შეისწავლის. შეხვედრაზე, რომელიც მედიისთვის დახურული იყო სამომავლო გეგმის ტექნიკური დეტალები განიხილეს.