ევროპარლამენტარები ბათუმში სტუდენტებს ხვდებიან

09 მაი 2018

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდებიან.

თამარ ხულორდავა ახალგაზრდებს კომიტეტის ძირითად საქმიანობას და მიზნებს აცნობს. შეხვედრა “ევროპის დღეები 2018”-ის ფარგლებში იმართება.