ოპოზიცია დაზიანებული მემორიალის აღდგენას ითხოვს

08 მაი 2018

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქედაში დაზიანებული მემორიალის შეკეთებას ითხოვს. ვაჟა ბოლქვაძის თქმით,   სოფელ ზვარეში 9 აპრილის  მემორიალი განადგურების პირასაა. მის შეკეთებას მოითხოვენ ადგილობრივებიც.

ქედის მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოები სოფლის ცენტრების კეთილმოწყობის პროექტის მიხედვით უკვე გათვალისწინებულია. ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.