მშენებარე კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა

07 მაი 2018

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი ლოკალიზებულია. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი სამშენებლოს მასალის ნარჩენებს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერ-ჯერობით უცნობია.  ფარნაზავ მეფის ქუჩაზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება შევიდა, თუმცა ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.