თანამედროვე ტიპის რადიოკავშირის სისტემა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის

06 მაი 2018

საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის ახალი საზღვაო რადიო კავშირის სისტემის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და იტალიურ კომპანიას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ძებნა – გადარჩენის და ავარიულად დაღვრილი ნავთობ პროდუქტებით გამოწვეული დაბინძურების ლიკვიდაციის ოპერაციების სრულყოფილი შესრულებისთვის,  როგორც სააგენტოში განმარტავენ, სწორედ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სანაპირო და საზღვაო რადიო კომუნიკაციის საშუალების დანერგვაა.