05 მაი 2018
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპანდიბის გზის მოასფალტება დასრულდა. განთავსდა ლითონის მილები და გზის დამცავი ბარიერები.
სამუშაოები 2 თვის წინ დაიწყო და სულ 9 კილომეტრამდე გზა განახლდა. სამუშაოების ღირებულება 632 ათას 889 ლარია.