აღდგენითი სამუშაოები ხულოში

08 ივლ 2016

ხიხაძირის ხეობაში სტიქიის შედეგად ჩახერგილი გზის  აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტი ასრულებს. ადგილზე 4 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გზით სამი სოფელი სარგებლობს. მეოთხე სოფელთან მისასვლელი გზა უკვე აღდგენილია.