დღეს ზურაბ გორგილაძის დაბადების დღეა

04 მაი 2018

დღეს  პოეტ ზურაბ გორგილაძის დაბადების დღეა. პოეტის საფლავზე ახლობლები და მეგობრები შეიკრიბნენ. 27-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მისი ლექსები წაიკითხეს.

ზურაბ გორგილაძე 12 წლის წინ 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი მწერალთა კავშირისა და მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის მფლობელია. პოეტი ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ეზოშია  დაკრძალული.