კონკურსი ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

04 მაი 2018

ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე  კონკურსი მეორედ გამოცხადდა. პოსტი ვაკანტური ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი გოგიტიძის საკრებულოს წევრად არჩევის შემდეგ გახდა.

კონკურსანტს კანონმდებლობის ცოდნასთან ერთად 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოეთხოვება.მერიაში განმარტავენ, რომ დეკემბერში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა,  მონაწილეებმა საკონკურსო პირობები ვერ დააკმაყოფილეს.