''ჩემი პირველი არჩევანი''

02 მაი 2018

“ჩემი პირველი არჩევნები” – აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია საჯარო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში საინფორმაციო სასწავლო პროექტს განახორციელებს. პროექტის  მიზანი მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და საარჩევნო კულტურის განვითარებაა.

თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც პროექტი დაიწყება,  აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიასა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმდა.