ქართველი მოციგურავეების წარმატება

01 მაი 2018

ბათუმელმა მოციგურავეებმა საფრანგეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მორიგ წარმატებას მიაღწიეს. საკუთარ ასაკობრივ კატეგორიებში ილია გოგიტიძემ ოქროს, დავით გურგენიძემ  კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ყველაზე პატარა მონაწილემ ქეთევან მახარაძემ მე-6 ადგილი დაიკავა. შეჯიბრებაში 25 ქვეყნის 136 მოციგურავე მონაწილეობდა, საქართველოდან ტურნირში  9 სპორტსმენი ასპარეზობდა.