ბონში, გოროდოკსა და ბარცხანაში აბონენტებს ​წყლის მიწოდება შეუწყდათ

01 მაი 2018

ხახულის ქუჩაზე წყლის მილი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც წყალმომარაგებაში შეზღუდვებია.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, 15-დან 17- სთ-მდე, ბონის, გოროდოკის და ბარცხანის ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდებათ.

შეზღუდვები სამუშაოების დასრულების შემდეგ მოიხსნება.

ინფორმაციას კომპანია ‘’ბათუმის წყალი’’ ავრცელებს.