ბათუმის მერიაში 28 სხვადასხვა პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში 800-ზე მეტი განაცხადი შევიდა

01 მაი 2018

ბათუმის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა. ცვლილება ზედამხედველობის სამსახურს და ბათუმის ავტოტრანსპორტს შეეხო.

ლაშა კომახიძის განცხადებით, სტრუქტურა უკვე დაკომპლექტდა. გაუქმდა 4 აიპი, ამჟამად ვაკანტურ პოზიციებზე გამოცხადებული კონკურსი მიმდინარეობს. 28 სხვადასხვა პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში 800-ზე მეტი განაცხადი შევიდა.