ყველას ვთხოვ დაემორჩილოს კანონს რომელიც გადაარჩენს სიცოცხლეებს - ჯანდაცვის მინისტრი

30 აპრ 2018

კანონი ძალაშია.  დღეიდან მოწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საცხოვრებელ სახლში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში - მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ტაქსიში და ზღვაში გასასეირნებელ საშულებებში.

„გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან“ თამბაქოს კონტროლის კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას მართავს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი.