შეიარაღებული ძალები 27 წლისაა

29 აპრ 2018

საქართველოს შეიარაღებული ძალები დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს. ქართველ ჯარისკაცებს და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა მიულოცეს.

თარიღთან  დაკავშირებით, ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის ოთხ ლოკაციაზე პირველი ფართომასშტაბიანი საჩვენებელი სწავლებაც გაიმართა.