პირველი მასშტაბური საჩვენებელი სწავლება ბაგრამის ბაზაზე

29 აპრ 2018

შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის ოთხ ლოკაციაზე პირველი ფართომასშტაბიანი საჩვენებელი სწავლება გაიმართა. წვრთნა 31-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ოცეულმა ჩაატარა.

სწავლების მიზანი ქართველი მშვიდობისმყოფელების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა და ტაქტიკურ-ტექნიკური პროცედურების დახვეწა იყო. 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს.