ჩოხოსნებს ახალი წევრები შეემატნენ

28 აპრ 2018

აჭარა - ლაზეთის სადროშოს, მიტროპოლიტ დიმიტრის კურთხევით 58 ჩოხოსანი შეემატა. მათ შორის 16 ახალგაზრდა.

ჩოხოსანთა საზოგადოებაში ახალი წევრების გაწევრიანების ცერემონია, ბათუმში, სამების სახელობის ტაძარში გაიმართა. აჭარა - ლაზეთის სადრშოში დაახლოებით 120 ჩოხოსანია. ,,სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება, 2006 წელს ჩამოყალიბდა.