ბამბუკების გამოფენა რამდენიმე საათში გაიხსნება

28 აპრ 2018

ბოტანიკურ ბაღში ბამბუკების გამოფენისთვის ემზადებიან. ვიზიტორებს ბაღის კოლექციიდან წარმოდგენილი 16 სახეობის ბამბუკს ნახვა და ბამბუკისგან დამზადებული კერძების დაგემოვნების საშუალება ექნება.

დამთვალიერებლებისთვის  ბამბუკისგან დამზადებული აქსესუარებიც გამოიფინა  , რომელთა შეძენაც ადგილზე იქნება შესაძლებელი. გამოფენა ტრადიციულია და მასზე დასწრება უფასოა.