წყლის ხარისხი

27 აპრ 2018

ბათუმის მერიამ სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც განცხადებაში წერია: „2018 წლის 26 აპრილის წყლის ხარისხის პერმანენტული მონიტორინგის შედეგების თანახმად, „ბათუმის წყალის“ მიერ მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს".