ხვალ, მარკოზ აჭარელის ქუჩას და მის მიმდებარე ჩიხებს სასმელი წყლით მომარაგება შეუწყდება

26 აპრ 2018

ხვალ, 28 აპრილს მარკოზ აჭარელის ქუჩას და მის მიმდებარე ჩიხებს სასმელი წყლით მომარაგება შეუწყდება. წყალმომარაგება დასახლებას დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე არ ექნება.

ინფორმაციას წყალმომარაგების შეწყვეტასთან დაკავშირებით შპს „ბათუმის წყალი“ ავრცელებს. მათივე განმარტებით მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.