ცხოვრება 60 წელს ზემოთ

26 აპრ 2018

დაბერების პოლიტიკა და სახელმწიფოს მიდგომა საქართველოში – რა სჭირდებათ, რა აკლიათ და რას ითხოვენ ხანდაზმულები – თემის გასააქტიურებლად დღეს ქობულეთში კონფერენცია გაიმართა.

ცხოვრება 60 წელს ზემოთ – ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაზე მთავარ პრობლემად ხანდაზმულთა საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათ დასაქმებაზე ზრუნვა, თავშესაფრების და სოციალური პროგრამების ნაკლებობა დასახელდა. ითქვა, რომ აუცილებელია მუნიციპალიტეტების გააქტიურება.