მინისტრმა უნივერსიტეტის რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა

26 აპრ 2018

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გაეცნო.

პროექტის ფარგლებში აღიჭურვა უნივერსიტეტის  სასწავლო კორპუსები, ინოვაციების ლაბორატორია; რეაბილიტაცია აჭარის მთავრობისა და განათლების სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა.