დევნილების აქცია

25 აპრ 2018

საპროტესტო აქცია ბათუმში. აფხაზეთიდან დევნილები კომპენსირებულის სტატუსის მოხსნას, გრძელვადიანი უპროცენტო სესხების გაცემის ნებას და ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ. მათი თქმით, მთავრობის თავმჯდომარეს ორი კვირის წინ პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობა სთხოვეს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, განცხადება დევნილთა და განსახლების სამინისტროშია გადაგზავნილი და უწყებისგან პასუხს ელოდებიან.