''ერთიანობა მრავალფეროვნებაში''- საერთაშორისო პროექტი

25 აპრ 2018

ერთიანობა მრავალფეროვნებაში” - პროექტის ფარგლებში ბათუმში ლატვიის აგენკალნების სახელმწიფო გიმნაზიის წარმომადგენლები იმყოფებიან. საერთაშორისო პროექტს სკოლა გორდა ახორციელებს. ლატვიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბათუმში საპასუხო ვიზიტით ჩამოვიდნენ, ისინი ზღვისპირა ქალაქში 7 დღის განმავლობაში დარჩებიან.

მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებაში. პროექტის დასასრულს ქართული და ლიტვური სკოლების საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია მოეწყობა.  მოწვეული სტუმრებისთვის სკოლა გორდას პედაგოგებმა სპექტაკლი “თენგოვანი” გამართეს.