საქართველოს მასშტაბით შიდა ფრენები გაძვირდა

25 აპრ 2018

დღეიდან საქართველოს მასშტაბით შიდა ფრენების უმეტესობა გაძვირდა. გაერთიანებული აეროპორტების ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები 35 ლარით გაძვირდა და 90 ლარის ნაცვლად 125 ლარი იქნება.

ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფასი 25 ლარით გაძვირდა, ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით კი 10 ლარით.

უცვლელი დარჩა მხოლოს ფრენა ამბროლაურის მიმართულებით, რომელიც 50 ლარი ღირდა.