ბათუმის საბალეტო სკოლის წარმატება

22 აპრ 2018

რიგაში მიმდინარე კონკურსზე ბათუმის საბალეტო სკოლა რამდენიმე ნომინაციაში გახდა გამარჯვებული. ამის შესახებ ინფორმაცია საბალერტო სკოლის ხელმძღვანელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ირმა მსხალაძე წერს, რომ სკოლას კონკურსის განსაკუთრებული პრიზი-სვაროვსკის გედი გადაეცა. ამის გარდა, პირველი ადგილი მიიღო საბალეტო ნომერმა “სამაიამ”.

საუკეთესო ქორეოგრაფიისათვის დაჯილდოვდა “მთიულური და ქორეოგრაფიული ნოველა”. საბალეტო სკოლამ მესამე ადგილი დაიკავა  კლასიკურ ნომინაციაში.  საერთაშორისო ქორეოგრაფიული კონკურსი - "რიგის გაზაფხული" - რიგაში მეთოთხმეტედ იმართება.