ქალთა კამერული გუნდი თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება

22 აპრ 2018

ბათუმის კულტურის ცენტრის  ქალთა კამერული გუნდი  თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალისთვის   ემზადება. დღეს გუნდმა ხელმძღვანელებთან ერთად წინასაფესტივალო რეპეტიცია გაიარა.  მე-8 საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის 7 პროფესიული გუნდი მიიღებს. ფესტივალის მიზანი ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაციაა.