მედიკოსთა კონფერენცია

20 აპრ 2018

რეგიონში "ჯანმრთელობის ტურიზმის“  განვითარების საკითხებზე იმსჯელეს კონფერენციაზე. ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ ჯანდაცვის კუთხით ურთიერთთანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.