მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმა დამტკიცდა - ბათუმის საკრებულოს სხდომა

19 აპრ 2018

გასული წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესრულების ანგარიში მოისმინეს დღეს ბათუმის საკრებულოს წევრებმა. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის განცხადებით, ბიუჯეტი 100% შესრულდა. საკითხის განხილვას სხდომაზე ხმაური მოჰყვა, რის გამოც  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს და დარბაზი დატოვეს.