ზაზა ხალვაშის ფილმის ქართული პრემიერა

19 აპრ 2018

ზაზა ხალვაშის ფილმ “ნამეს” ქართული პრემიერა. ფილმის ნახვა უკვე  საქართველოს კინოთეატრებში შეგიძლიათ.  საპრემიერო ჩვენება  იყო ბათუმშიც კინოთეატრ აპოლოში.  „ნამეს“ მსოფლიო პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

ფილმი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.  ფილმის ერთ ერთი მთავარი მოქმედი გმირი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ოპერატორი, ალეკო აბაშიძეა.