გაიგეთ ხვალ ღამით, სად ვერ შეძლებთ ავტომობილით გადადგილებას

19 აპრ 2018

ხვალ, 21 აპრილს, ღამის მარათონთან დაკავშირებით, ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება. შეზღუდვები 19:00 საათიდან ამოქმედდება და ღონისძიების დასრულების შემდეგ მოიხსნება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ ‘’THE GREAT BATUMI NIGHT RACE”-თან  დაკავშირებით მოძრაობა აიკრძალება:

შერიფ ხიმშიაშვილისა და შოთა რუსთაველის გამზირებზე,

გოგებაშვილის ქუჩაზე (საპორტო რკინიგზის ლიანდაგამდე),

პორტის შესახვევთან.

ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე (პორტის შესახვევიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე).  

მერაბ კოსტავას ქუჩაზე (ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ბოლომდე);

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე (მერაბ კოსტავას ქუჩიდან რევაზ კომახიძის ქუჩის კვეთამდე);

რევაზ კომახიძის ქუჩაზე (კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე);

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე (რევაზ კომახიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთამდე);

ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე (ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას ქუჩის კვეთამდე);

ვაჟა ფშაველას ქუჩაზე (ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან მემედ აბაშიძის გამზირის კვეთამდე);

მემედ აბაშიძის გამზირზე (ვაჟა ფშაველას ქუჩიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე);

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ( მემედ აბაშიძის გამზირიდან რუსთაველის გამზირამდე) ;

გმირთა ხეივანში (იუსტიციის სახლიდან ტბელ აბუსერიძის გზატკეცილამდე);

ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე (შეიხის წრიულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე);

აეროპორტის გზატკეცილი (ტბელ აბუსერიძის წრიულიდან აეროპორტის წრიულამდე);

ახალი გზა (აეროპორტის წრიულიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე).’’

ბათუმში ღამის მარათონი პირველად იმართება. ღონისძიება მიზნად  სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებას ისახავს. მარათონში პროფესიონალი სპორტსმენები და ასევე  მოყვარულები მიიღებენ მონაწილეობას.