ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

06 ივლ 2016

 დაკავებულია საჯარო მოხელე. ხელვაჩაურის გამგეობის კომუნალური სამსახურის უფროსი დავით ღოღობერიძე ადმინისტრაციული შენობის ეზოში დააკავეს. ინფორმაცია მისმა მოადგილემ სულხან ვერძაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა. რას ედავებიან სამართალდამცევლები გამგეობის თანმაშრომელს _ ბრალდების მოტივი უცნობია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორფციულ სააგენტოში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ამ დროისთვის, დაუზუსტებელია დაკავების მიზეზი და ღოღობერიძის ადგილსამყოფელი.