ქართველი ჰოკეისტების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე

16 აპრ 2018

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრების წარმატება  მსოფლიო ჩემპიონატზე. საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის დედაქალაქში, კეიპ თაუნში მიმდინარე მესამე დივიზიონის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა. ქართველმა ჰოკეისტებმა  თურქეთის ნაკრები ანგარიშით  6:2  დაამარცხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი გახდა.

ტურნირის გამარჯვებული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში გადავა. ქართველი ჰოკეისტები მომდევნო შეხვედრას 17 აპრილს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ. ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დივიზიონი სამხრეთ აფრიკაში მიმდინარეობს.  ნაკრები  ჩემპიონატისთვის ვარჯიშებს ბათუმის ყინულის მოედანზე გადიოდა.