წიაღის უკანონო მოპოვების 195 ფაქტი აჭარასა და გურიაში

16 აპრ 2018

  1-ლი იანვრიდან დღემდე აჭარასა და გურიაში  ლიცენზიის გარეშე, წიაღის მოპოვების 195 ფაქტი გამოავლინა. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ აქედან 186 ფიზიკური პირი, ხოლო 9 იურიდიული პირი იყო.

სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 2 ათას 574 ლარი შეადგინა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს ჯარიმის სახით, 243 ათას 450 ლარი დაეკისრათ.