დაზიანებული ატრაქციონები ქედის პარკში

15 აპრ 2018

დაზიანებული ატრაქციონები ქედის პარკში. მუნიციპალიტეტში აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული პარკის ატრაქციონები მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ქედის მერიაში ამბობენ, რომ პარკში ამ ეტაპზე სცენის მშენებლობა მიმდინარეობს და სამშენებლო პროცესის გამო პარკის ნაწილი დაზიანდა.

მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მშენებლობის დასრულებისთანავე დაიწყება.