პროექტი ”ჩვენი ჯარი”

13 აპრ 2018

ნატო-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორია, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახური და რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფცია.

ამ თემებზე ინფორმაციებს პროექტ “ჩვენი ჯარი”-ს ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე იღებს. თავდაცვის სამინისტროს ინიცირებული პროექტის მიზანი ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.