ბათუმის ბულვარში იასონ გორდეზიანის ძეგლი გაიხსნა

13 აპრ 2018

იასონ გორდეზიანის ძეგლი გაიხსნა ბულვარის კოლონადასთან. 7 ესკიზიდან საუკეთესოდ მოქანდაკე ირაკლი წულაძის ნამუშევარი გამოვლინდა. ძეგლის ესკიზის შესაძენად ბულვარის ბიუჯეტიდან 4200-ლარი, ხოლო ბრინჯაოს საპარკე ქანდაკების  დამზადება - განთავსებისათვის 128 ათას  174 ლარი დაიხარჯა. იასონ გორდეზიანის სახელს ბათუმის ბულვარისა და ბოტანიკური ბაღის გაშენება უკავშირდება.

იგი 1876 წელს დაიბადა. სწავლობდა ვერსალის სასოფლო-სამეურნეო ნაციონალურ ინსტიტუტში.  მუშაობდა საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჰოლანდიის საბაღო მეურნეობებში. იასონ გორდეზიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე  წიგნიც გამოიცა სახელწოდებით „საკაოდან - ლოდონამდე”.