შესაწამლი აპარატები თანადაფინანსებით

12 აპრ 2018

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებზე ხეხილის შესაწამლი ტექნიკის თანადაფინასებით გაცემა დაიწყო.

900 ლარიანი აპარატის ღირებულების 80 პროცენტს სახელმწიფო აფინანსებს, ფერმერები და აგრომეწარმეები 181 ლარს გადაიხდიან. უკვე შეძენილია 2 ათას 44 ერთეული აპარატი, რომლებიც ეტაპობრივად დარიგდება. პროექტის ბიუჯეტი მილლიონ  827 ათას 466 ლარია.