ბათუმის მერია უხარისხო ქვაფენილის შეცვლას გეგმავს

11 აპრ 2018

ისევ ინფრასტრუქტურა და ისევ დახარჯული მილიონები – ამჯერად მოგიყვებით ბათუმში არსებულ ქვაფენილებზე, რომლებისთვისაც 6 წლის წინ 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, უმრავლეს მონაკვეთში კი ქვაფენილი დაზიანებულია.

მერიამ წინა ხელისუფლებას დასდო ბრალი უხარისხოდ და არასწორი მეთოდიკით შესრულებულ სამუშაოში, გამოსავალი შემდეგნაირად იპოვა - გზაჯვარედინებზე დაზიანებების აღმოსაფხვრელად ბეტონის დეკორატიული საფარი დაიგება.