სტადიონის მშენებლობის ხარისხს შპს ''კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია'' გააკონტროლებს

10 აპრ 2018

ბათუმის ფეხბურთის სტადიონის მშენებლობას ზედამხედველობას შპს ''კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია'' გაუწევს. სწორედ ეს კომპანია დასახელდა ტენდერში გამარჯვებულად.

გადაწყვეტილება, შპს "სტადიონის" სატენდერო კომისიამ დღეს მიიღო და კომპანიას შეტყობინება გაუგზავნა: მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს IV კატეგორიის სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის ტენდერში გამარჯვებულია შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ გამოვლინდა. 

თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, სატენდერო კომისიამ, დამატებით დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა. 

აღნიშნულ სამუშაოებზე 3 მილიონ 520`474 ლარი იყო გათვალისწინებული, კომპანიამ კი ამ სამუშაოებში 2 მილიონ 847`000 ლარი მოითხოვა. 

კომპანია ვალდებულია სტადიონის მშენებლობის პროცესს ყოველდღიური ზედამხედველობა გაუწიოს. შეამოწმოს, რამდენად შეესაბამება სამშენებლო სამუშაოები კანონმდებლობას და პროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 4 თვის წინ დაიწყო, მისი ღირებულება 99 მილიონ 448 ათასი ლარია. მოედნის სამშენებლო კომპანია "ანაგი" აშენებს და მისი დასრულება 2020 წელს იგეგმება.