ჯონ კერიმ საქართველო დატოვა

06 ივლ 2016

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოდან გაემგზავრა. ჯონ კერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა მოადგილემ, ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გააცილეს. აშს-ს სახელმიწიფო მდივანი თბილისიდან კიევში გაემგზავრა. კერი საქართველოს გუშინ დილით ეწვია. მან შეხვედრები გუშინვე გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის სხდომა.