08 აპრ 2018
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის მშობლებმა და ახლობლებმა შვილის საფლავი მოინახულეს.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დაბა ახალგორში დააკავეს. მეორე დღეს კი ოკუპირებულ ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ოჯახს 26 დღის შემდეგ დაუბრუნეს.