ბათუმში იერუსალიმიდან ცეცხლი ჩამოიტანეს

08 აპრ 2018

ბათუმში იერუსალიმიდან ცეცხლი ჩამოიტანეს. იგი ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან სხვა ეკლესიებში გადანაწილდება.

მომლოცველთა რწმენით, ცეცხლი 7 აპრილს იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე გადმოვიდა. მას მორწმუნეები ''ჭეშმარიტების ნათელს'' უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.